|
2024-07-11 10:16:36, 895 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების მისაწოდებლად 20 მილიონ ევროს გამოყოფს
ნიდერლანდები, უკრაინისთვის დრონების შესაძენად, ახალი კოალიციის ერთობლივ ფონდს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დახმარების მიზანია, კიევს First Person View-ის ტიპის დრონები მიაწოდონ. “ამ ტიპის დრონებით პილოტს შესაძლებლობა ეძლევა, მოწინააღმდეგეს შორი მანძილიდან უყუროს. დრონების გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სამხედრო ოპერაციებში. უკრაინას დრონების დეფიციტი აქვს, რუსეთს - არა. დეფიციტის შესამცირებლად, ლატვიამ და უკრაინამ ამ წლის დასაწყისში დრონების კოალიცია შექმნეს, რომელსაც ნიდერლანდები შეუერთდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კი, ხელი თებერვალში მოეწერა. კოალიციის მიზანია, წელს უკრაინას 1 მილიონი დრონი გადასცეს და მოგვიანებით გააფართოვოს შეთავაზება სხვა ტიპებზე, როგორიცაა სადაზვერვო. 265-ზე მეტი კომპანია, მათ შორის 9 ჰოლანდიური, დარეგისტრირდა უკრაინაში FPV-ის დრონების მიწოდებისთვის“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. ამასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ასევე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმაც. “უკრაინას სწრაფად ესაჭიროება ბევრი თავდასხმის დრონი. ისინი ძალიან წარმატებულია ბრძოლის ველზე. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ სხვა 11 ქვეყანასთან ერთად, რაც დღეს ნატოს სამიტზე დავადასტურეთ", - აღნიშნა ბრეკელმასნმა.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)