|
2024-07-10 13:01:18, 371 ნახვა
საზოგადოება
ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს, სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ პირობებს და პერსონალის საჭიროებებს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან და ცაგერის მერთან, ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნო. “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)