12:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 12:35:21, 500 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო? - 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს

კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო? - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გერმანიის გადაწყვეტილებებს.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა "რუსულ პოლიტიკაზე" უნდა გაიმარჯვოს.

"ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება; ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის; ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით; გერმანიის გადაწყვეტილება, აღარ დააფინანსოს პროექტები საქართველოში - ეს ბოლო სამი დღის ამბებია... კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო?

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, ჩვენი ადგილი ევროპაშია. ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა!" - წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონმა 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ აღნიშნული განპირობებულია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს".

გუშინ, 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. მისივე თქმით, EU-ის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა.

დღეს, 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ "გერმანიის მხრიდან საქართველოს წინაშე ახალი ფინანსური ვალდებულებები აღარ იქნება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics