|
2024-07-10 11:12:25, 376 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის მასშტაბურ ფესტივალს პოლონეთის ქალაქ კრაკოვმა უმასპინძლა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკაში სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ორგანიზებით, კრაკოვის ცნობილი ისტორიული სასახლის (Dwór w Tomaszowicach) ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფესტივალში 20-მდე ქართული ღვინის კომპანია, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე მწარმოებლებლები მონაწილეობდნენ. სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ღვინის მომხმარებლები, ჟურნალისტები და ბლოგერები, ჯამში 1000-მდე სტუმარი დაესწრო. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას. ფესტივალი ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების კონცერტის ფონზე მიმდინარეობდა. პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები აქტიურად იმართება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3,2 მლნ ლიტრი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 19% შეადგინა”, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)