13:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 09:42:30, 529 ნახვა

პოლიტიკა
მილერი СВР-ის განცხადებაზე - სრული სიცრუე და აბსურდია

აღვნიშნავ ირონიას, რომ რუსეთი, რომელიც არალეგალურად ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, ასეთ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის ბრალდებები საქართველოსთან მიმართებაში "სრული სიცრუე და აბსურდია".

"საკმაოდ ნათელია, რომ ეს სრული სიცრუეა. რუსეთი პირველად არ აკეთებს მსგავს ბრალდებებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებში, რაც სრული სიცრუე და აბსურდია.

მე უბრალოდ აღვნიშნავ ირონიას, რომ რუსეთი, რომელიც არალეგალურად ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით",- აცხადებს მეთიუ მილერი. 

შეგახსენებთ, გუშინ, 9 ივლისს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს. СВР-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ასევე ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში "ქართული ოცნების" "დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია უკვე შემუშავებულია". ამავე განცხადების თანახმად, "ანტისამთავრობო განწყობების გამწვავებაში" მთავარი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics