|
2024-07-09 17:00:39, 577 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ნეტავ, ბელადმა თუ იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს - განახლებული სახეებით არაფერი იცვლება
გუშინ ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს, ამ ბიჭმა რა დააშავა ისეთი, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა. „ხაბე“, გამაგრდი, გგულშემატკივრობ. ვაშაძეა ახალი სახე, ბოკუჩავა თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე? ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და"სტრატეგია აღმაშენებელის" მიერ ახალი პოლიტიკური პლატფორმის წარდგენას. ზარქუას თქმით, ენმ-ზე „სერიოზულად საუბარი არ ღირს". „მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო. ნეტავ, ბელადმა თუ იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? თავისი პარტიის სახელწოდების რცხვენიათ და შეცვალეს. ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა. ვინაა ახალი სახე? ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე – ნიკა მელია. სამარცხვინო სიტუაციაა. ერთმანეთში აქვთ ქიშპი. ამ სახელებით და თითქოსდა განახლებული სახეებით არაფერი იცვლება. „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, გინდ მას წინ ორიანი მიუწერე და გინდ ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე. ხუთია მათი ციფრი და „ნაცია“ მათი სახელი. რაც შეეხება დიმა ჩიქოვანის წასვლას, შიგნით დაპირისპირებაა - აბა, ჩემი ხაბე რატომ ჩააჩოჩეს? როგორც ჩანს, კეზერამ დაფინანსებაზე უარი თქვა, „ლუზერების" დაფინანსება არ უნდა, ბიზნესმენია და მათთვის მოპარული ფული არ ემეტება. შიგნით ბრძოლაა გავლენებისთვის. ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ხალხის ინტერესები, მთავარია, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია“,- განაცხადა ზარქუამ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. შეგახსენებთ, გუშინ, 8 ივლისს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სახელწოდებით „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წარადგინეს.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)