13:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 09:25:12, 420 ნახვა

პოლიტიკა
ჯინ შაჰინი „ღირსეული პარტნიორის“ გადადებაზე - რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნის, სახელწოდებით "ღირსეული პარტნიორი" გადადებას ეხმაურება.

როგორც შაჰინი სოციალურ ქსელში წერს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადება "რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა".

"საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან. ეს შეფერხება ასახავს იმ ენას, რომელიც მე დავიცავი კომიტეტის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გადახედვას მოითხოვს",- წერს შაჰინი X-ზე.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონმა 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ აღნიშნული განპირობებულია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics