|
2024-07-08 14:36:34, 790 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტის“ წარმომადგენლებმა ენერგეტიკის ფორუმზე მიიღეს მონაწილეობა
2024 წლის 4-5 ივლისს, თბილისში, GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლი იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ "გალტ & თაგარტის" კაპიტალის ბაზრების და კვლევების დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელები. "გალტ & თაგარტის" კაპიტალის ბაზრების მიმართულების უფროსის , ვანო კიკვილაშვილის გამოსვლა კაპიტალის ბაზრის მეშვეობით განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებას ეხებოდა. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმ კრიტერიუმებზე, რომელთა დაკმაყოფილება მწვანე დაფინანსების მოსაპოვებლად არის საჭირო. ასევე, სპიკერმა განიხილა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისა და სხვა განახლებადი ენერგიის გამომუშავების მიმართულებით ყველაზე რელევანტური დაფინანსების საკითხები. ფორუმზე ჰიდროენერგეტიკის პოტენციალის მაქსიმიზაციის საკითხზე პანელური დისკუსია გაიმართა, რომელსაც "გალტ & თაგარტის" ენერგეტიკის სექტორის უფროსი, მარიამ ჩახვაშვილი უძღვებოდა. პანელზე ჰესების დეველოპერების, სახელმწიფო ელექტროსისტემის და Invest in Georgia-ს წარმომადგენლებმა ჰიდროპოტენციალის მაქსიმალური ათვისების საკითხზე, სექტორის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ განახლებადი ენერგიის უხვი რესურსებისა და პოტენციალის გათვალისწინებით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რეგიონის ენერგეტიკული ლანდშაფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს და ევროპის მასშტაბით, სუფთა ენერგიის ექსპორტიორად პოზიციონირდეს. ფორუმში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები, განახლებადი ენერგიის დეველოპერები, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები, სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. ფორუმის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც საერთაშორისო ბრენდებმა დამსწრეებს სექტორის უახლესი მიღწევები და ინოვაციები წარუდგინეს.
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)