10:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 13:24:34, 335 ნახვა

საზოგადოება
დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული დასრულდა

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კვირეული სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული. 

"შეჯიბრებები გაიმართა პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში: პარაკალათბურთში, პარაფრენბურთში, მძლეოსნობაში, მშვილდის სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ასევე, პნევმატური პისტოლეტიდან და შაშხანიდან სროლაში. 

ღონისძიებები დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღით დასრულდა. ბავშვებისთვის გასართობი პროგრამის პარალელურად, მოწვეულ სტუმრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს 30 ივნისს აღნიშნავს.

კვირეული მიზნად ისახავს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვას, მათი დამსახურების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics