22:17 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 12:56:18, 460 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ

ეს არის იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის განცხადება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, "სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება".

„არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ფინანსდებიან უცხოეთიდან, შესაბამისად, ამაზე ვსაუბრობდით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ეს პროცესი. როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში, ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია არასამთავრობო,  გამოდიოდეს და პოლიტიკურ პროცესებში ერეოდეს. ფრანკლინის კლუბი, სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები საიდან ფინანსდება, ვინ აფინანსებს ამათ?! მე რომ არ შეგიყვანოთ შეცდომაში, მოიძიეთ და დარწმუნდებით, საიდან ფინანსდება.

ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის შემოღება, ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ის ჩვენი ვითომ მეგობრები ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ამ სიბინძურეს შემდეგ ღიად ვერ დააფინანსებდნენ. როდესაც გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო სექტორს აფინანსებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობელთა ტრენინგი უნდა გამართულიყო და რეალურად რევოლუციაზე საუბრობდნენ. ეს უხერხულობები რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics