|
2024-07-05 12:02:55, 449 ნახვა
საზოგადოება
პაპუაშვილი - ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს
ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს "მოღალატეებად" იქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაცების" სულისკვეთება არ გაიზიარეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიმდევართა კამპანიამ, რომელიც საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, "ნაცობის" ნამდვილი არსი კიდევ ერთხელ გააშიშვლა". "ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა ის დამალული თვისება, რომლების დაფარვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ "ნაციონალები", მაგრამ ემოციურ მომენტებში მაინც ვლინდება და ყველასთვის აშკარად ხდება: - არ თქვა მადლობა ეს არ არის ერთეული, ნორმას აცდენილი ქცევა. არც მხოლოდ პარტიული დავალებაა. ეს იდეოლოგიაა, რომელსაც წლებია ნერგავენ "დასავლეთის“ და "ევროპის“ სახელით. მიზანი მარტივია - საზოგადოების სოციალური ქსოვილის მოშლა, დეგრადირება, რადგან იდეოლოგიით გაჟღენთილი და ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოება მათთვის ადვილი სამართავი ჩანს, ვინაიდან ის არა ინდივიდის, არამედ მასის ფსიქოლოგიით მოქმედებს - არა გააზრებულად, არამედ ლოზუნგებს აყოლილი. სინამდვილეში, ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან. ის, რასაც "ნაცები" ებრძვიან არა "ჩამორჩენილი“ და "რეტროგრადული”, არამედ ზოგადქრისტიანული ღირებულებებია, რომლებიც მოყვასის სიყვარულითაა ნაკარნახევი და რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შეისისხლხორცა და ეროვნულ ღირებულებებად აქცია. ამიტომ პარადოქსია, როდესაც "ნაციონალები" ამ ღირებულებებს "ევროპის“ სახელით ებრძვიან, რადგან სინამდვილეში სწორედ ესაა ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ - ქრისტიანულ სიკეთეზე აღმოცენებული საზოგადოება, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა, შევიწროება, დაცინვა, ამპარტავნება - ანუ ყველაფერი, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი მიმდევრები განასახიერებენ. ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს "მოღალატეებად" იქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაცების" სულისკვეთება არ გაიზიარეს. საქართველოსთვის ამაში ახალი არაფერია. საუკუნის წინ, ასევე გარედან იმპლანტირებული ბოლშევიკებიც ზუსტად ამას ცდილობდნენ. ამიტომ, ჯერ ჩარეცხეს და შემდეგ გაანადგურეს ინტელექტუალური ელიტა, ამიტომ ებრძოდნენ ეკლესიას, ამიტომ იყო მათი დედაქალაქი სხვაგან და არა საქართველოში. ამიტომ არის "ნაცობა" არა იმდენად პარტიული კუთვნილება, რამდენადაც ბოლშევიზმივით გარედან თავსმოხვეული იდეოლოგია. ამიტომ არის, რომ რაც არ უნდა ეცადონ კონსტრუქციების გადალაგებას, პარტიების დაშლა-აწყობას, მედიების გაყოფა-შერწყმას, "ენჯეოების" სახელების გადარქმევას, ბოლოს მაინც ერთი პოლიტიკური ფრანკენშტეინი გამოსდით, რომელსაც მართალია, აქვს ხელიც, ფეხიც, ცხვირიც ადამიანს მიუგავს, მაგრამ მას არ აქვს ადამიანური სული, ხელოვნური და უცხოა. ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები სინამდვილეში რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა დავრჩეთ საზოგადოებად, სადაც: - მადლიერება ქცევის ნორმაა ამიტომ, არის 26 ოქტომბრის არჩევნები იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და რა არის საქართველო",- წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)