09:31 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 15:44:21, 354 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას მხარი არ დაუჭირა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და რუსეთს შორის მის მიერ შეთავაზებული „ზავი“ უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის სამთავრობო მედიის ჟურნალისტთან ინტერვიუში, ვიქტორ ორბანმა დაადასტურა, რომ ზელენსკიმ უარყო მისი იდეა სასწრაფო ზავის შესახებ.

ორბანის თქმით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეჭვი ეპარება შეთავაზებული გეგმის ლოგიკაში და არ უჭერს მხარს, რადგან უკრაინას რუსეთთან ზავის მცდელობის ცუდი გამოცდილება აქვს და აღნიშნა, რომ შეთავაზებული გეგმა უკრაინისთვის არ იყო კარგი".

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დროს, სასწრაფო ზავის იდეა წარადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics