22:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 15:52:35, 484 ნახვა

საზოგადოება
კაზრეთისა და კოდას საზოგადოებრივ ცენტრებში სამოქალაქო ჩართულობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საზოგადოებრივ ცენტრებში სხვადასხვა თემატურ შეხვედრებს  განაგრძობს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, დაბა კაზრეთსა და სოფელ  კოდაში „სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ახალგაზრდებმა  მიიღეს ინფორმაცია აქტიური მოქალაქეების როლის შესახებ საკუთარ თემსა და ქვეყანაში,  გაეცნენ მოხალისეობრივ საქმიანობის ღირებულებებს. ტრენინგები ინფორმაციულ ნაწილთან ერთად დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა  უშუალოდ ჩართულიყვნენ პროცესში, ჯგუფურად მუშაობისას გამოერკვიათ საკუთარი როლი თემისა თუ  სოფლის განვითარების პროცესში.

როგორც ცნობილია, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით ტრენინგები უკვე ჩატარდა გურიისა და აჭარის საზოგადოებრივ ცენტრებში.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics