14:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 11:15:19, 530 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას გმობს

მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განახადა.

ბოკუჩავას თქმით, კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგეს.

„უნდა ვაღიაროთ რომ მავნე რუსული გავლენის წყარო საქართველოში მომდინარეობს არა მხოლოდ გარედან, არამედ ასევე ავტორიტარული, ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური მთავრობიდან, რუსეთში გამდიდრებული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. რუსული კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა უმძიმესი ძალადობა ოპოზიციონერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, საქართველოს მთავრობის მიერ ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია. 

ჩვენ მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას. ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics