06:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-01 17:13:31, 502 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - კობახიძე თუ კალაძე არ გამოირჩევიან იმ პირთა შორის, ვისაც მსოფლიო ჩემპიონი ნურმაგომედოვი შეხვედრია

ირაკლი კობახიძე თუ კახა კალაძე არ გამოირჩევიან რამე განსაკუთრებულით იმ პირთა შორის, ვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონი შეხვედრია,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრემიერ-მინისტრის, თბილისის მერისა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შვილის UFC-ის მებრძოლთან, დაღესტნელ სპორტსმენ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრას.

როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრის თემა "სპორტში მიღწევები" იქნებოდა. 

"თუკი, ხაბიბ ნურმაგომედოვი დღეს რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს, ეს რამე ღირსებას არ აკლებს იმის გამო, რა მიღწევებიც მას სპორტში აქვს.

სპორტში მიღწევები არის თემა, ალბათ, რომელზეც ისაუბრეს, თუმცა თვითონ კახა კალაძე ან ირაკლი კობახიძე დაგიდასტურებთ, რა თემაზე შეიძლება ლაპარაკი ჰქონოდათ ადამიანთან, რომელიც ბრძოლა წესების გარეშე არის ჩემპიონი",- ამბობს ვოლსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics