22:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 15:40:01, 479 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია შშმ პირთა დღის ცენტრების თანადაფინანსებას იწყებს

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრების 18 წელზე მეტი ასაკის მქონე ბენეფიციარებს დააფინანსებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და თბილისის შშმ პირთა 10 დღის ცენტრის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თებერვლიდან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, 120 ბენეფიციარის დღის ცენტრებით სარგებლობას ვაუჩერული ფორმით დაფინანსებას გააგრძელებს. პროექტის დასაფინანსებლად, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამიდან ყოველთვიურად 5 500 ლარი გამოიყოფა.

როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, შშმ პირთა დღის ცენტრების სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს 100%-ით, ხოლო 18 წლის ზევით, დიფერენცირებულად აფინანსებს. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები 100%-იან დაფინანსებას იღებენ, ხოლო სხვა დანარჩენი პირები - 75%-ს. დარჩენილ 25%-ს თბილისის მერია დაფარავს.

დღის ცენტრების ხელმძღვანელთა განცხადებით, ოჯახების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდა პრობლემას წარმოადგენდა და ვერ ხერხდებოდა ბენეფიციარების სრულყოფილი სერვისით  უზრუნველყოფა. ამდენად, მათივე განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია დღის ცენტრების ბენეფიციართა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და კულტურულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მათი ჩართვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics