|
2024-06-28 19:26:46, 399 ნახვა
საზოგადოება
სეს - ქობულეთის ერთ-ერთ საშაურმეში აღებულ ნიმუშებში დაბინძურებული აერობული მიკროორგანიზმები, ობისა და საფუარის სოკოები აღმოჩნდა
ღორის ხორცის შაურმა და მისი ინგრედიენტები დაბინძურებული იყო აერობული მიკროორგანიზმებით; აღმოჩნდა ასევე კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი, ხოლო სალათის ფოთოლში გამოვლინდა ობისა და საფუარის სოკოები, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ქობულეთის ერთ-ერთი საშაურმიდან აღებულ ნიმუშებთან დაკავშირებით წერს. სეს-ის ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორმა შეაჩერა საწარმოო პროცესი. ი/მ-ს დაევალა რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება და სამზარეულოს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის ლაბორატორიული კვლევა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განახორციელებენ. "სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ ქალაქ ქობულეთში, საშაურმეში "გივის შაურმა ნაკვერჩხალზე" (მის: აღმაშენებლის N416) აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია. სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან მიღებული გამოცდის ოქმების თანახმად, საშაურმეში გამოყენებული ნედლეული არ შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანების „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00 -00“ მოთხოვნებს, კერძოდ: ღორის ხორცის შაურმა და მისი ინგრედიენტები დაბინძურებულია იყო აერობული მიკროორგანიზმებით; აღმოჩნდა ასევე კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი, ხოლო სალათის ფოთოლში გამოვლინდა ობისა და საფუარის სოკოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორმა შეაჩერა საწარმოო პროცესი. ი/მ-ს დაევალა რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება და სამზარეულოს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის ლაბორატორიული კვლევა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განახორციელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში, საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება გასულ კვირას განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. მონიტორინგის ფარგლებში აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი", - ნათქვამია ინფორმაციაში. .
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)