|
2024-06-27 15:40:10, 293 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - ქართული ფეხბურთი არამარტო იბრუნებს თავის დიდებას, არამედ კიდევ უფრო დიდებული მომავლის შესაქმნელად ემზადება
პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს. დავითაშვილის თქმით, ვერანაირი ემოცია ვერ გამოხატავს სრულყოფილად იმ სიხარულს, იმ სიამაყეს, იმ განცდებს, რაც გუშინ საქართველომ მიიღო. „ვერანაირი ემოცია ვერ გამოხატავს სრულყოფილად იმ სიხარულს, იმ სიამაყეს, იმ განცდებს, რაც გუშინ საქართველომ მიიღო - ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია და მთელმა მსოფლიომ ნახა ქართველი ფეხბურთელების პროფესიონალიზმი, უმაღლესი კლასი და ერთიანი, გუნდური ბრძოლა ერთ-ერთ ძლევამოსილ საფეხბურთო ნაკრებთან გამარჯვების მოსაპოვებლად. როცა ევროპის შუაგულში, მთელი მსოფლიო უყურებს და ემოციით იმეორებს ქართველი ფეხბურთელების გვარებს და სახელებს, როცა ქართული სპორტის არაერთ სახეობაში მიღწეული წარმატებების დროს სიამაყით აფრიალებულ ქართულ დროშას უკვე საფეხბურთო სტადიონებზეც ხედავს მილიონობით ადამიანი, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საქართველო ევროპისა და მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა შესაძლებლობა, თავის უმთავრეს მიზნებს მიაღწიოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ბევრისთვის იყო ეს შედეგი დაუჯერებელი, მაგრამ ახლა, არამხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრები, არამედ მართლა მთელი საქართველო უდიდესი სიამაყით, უდიდესი თავდაჯერებულობითა და იმედით ელოდება საქართველოს ნაკრების მომდევნო გამარჯვებებს. „დიახ, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ისტორია უკვე დაიწერა, ეს ნიშნავს, რომ მრავალი წლის შემდეგ ქართული ფეხბურთი არამარტო იბრუნებს თავის დიდებას, არამედ ახალი, კიდევ უფრო დიდებული მომავლის შესაქმნელად ემზადება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არაერთ ლეგენდად დარჩება როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „მჯერა, გუშინდელი გამარჯვება ქართული ფეხბურთის უდიდესი მომავლის დასაწყისია და მსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ფეხბურთელს, მთავარ მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველას, ვინც თუნდაც უმცირესი წვლილი შეიტანა ამ გასაოცარი შედეგების მიღწევაში, მადლობა გულშემატკივრებს და მადლობა ყველა ადამიანს, ვინც თავისი მადლიერება გამოხატა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიმართ. ერთობით, შრომითა და მონდომებით კიდევ ბევრჯერ დავამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)