12:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 13:54:21, 384 ნახვა

მსოფლიო
Reuters - სამხრეთ კორეაში, ქარხანაში ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეაში, ლითიუმის ბატარეების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 პირი  კი, ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა.

როგორც Reuters-ი ადგილობრივ მეხანძრეზე დაყრდნობით წერს, რა გამოიწვია აფეთქება, გაურკვეველია, თუმცა ხანძარი სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც საწარმოში, სადაც დაახლოებით, 35 000-მდე ელემენტი ინახებოდა, აფეთქება მოხდა.

აფეთქება ჰვასონგში, დედაქალაქ სეულის სამხრეთით მდებარე ქარხანა Aricell-ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქარხანაში 48 თანამშრომელი მუშაობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics