12:18 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 10:54:46, 404 ნახვა

მსოფლიო
BBC - საუდის არაბეთში ჰაჯის დროს 1 300-მდე ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთში ჰაჯის დროს 1 301 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჰაჯის დროს ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდა. საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA კი იტყობინება, რომ დაღუპულების უმეტესობა ის მომლოცველები არიან, რომლებსაც ჰაჯიზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდათ და სიცხეში შორ მანძილზე გადაადგილდებოდნენ.

სააგენტოს ცნობითვე, დაღუპულებს შორის ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც არიან.

როგორც BBC წერს, საუდის არაბეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არასაკმარისად იმოქმედა ჰაჯის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით დაურეგისტრირებელი მომლოცველებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა კონდიცირებული კარვები და ჰაჯის ოფიციალური ტრანსპორტი.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს განახლებებს ჰაჯის დროს მათი დაღუპული მოქალაქეების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული განახლებების მიხედვით, საუდის არაბეთში დაღუპულთა შორის ეგვიპტის, ინდოეთის, ინდონეზიის, მალაიზიის, პაკისტანის, ირანის, სენეგალის, სუდანის მოქალაქეები არიან.

ცნობისთვის, ჰაჯი წმინდა ქალაქ მექაში მუსლიმთა ყოველწლიური პილიგრიმობაა. წელს ჰაჯიში მონაწილეობა, დაახლოებით, 1.8 მილიონმა ადამიანმა მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics