2024-06-24 10:24:05, 389 ნახვა
პოლიტიკა
კლევერლი - პუტინმა დაიწყო ომი უკრაინაში, შეიყვანა ჯარები საქართველოში - ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები არიან დამნაშავეები, მსხვერპლის დადანაშაულებაა
იმის თქმა, რომ დასავლეთმა პუტინის პროვოცირება მოახდინა, ძალადობაში მსხვერპლის დადანაშაულებას ჰგავს,- ასე პასუხობს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ბრიტანელ პოლიტიკოს ნაიჯელ ფარაჟს, რომელმაც დასავლეთი პუტინის პროვოცირებაში დაადანაშაულა.
კლევერლიმ მაგალითად უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესია მოიყვანა.
"დრო და დრო ვხედავთ, რომ პუტინი უარყოფს მშვიდობიან ვარიანტებს - მან დაიწყო ომი უკრაინაში, მან შეიყვანა რუსული ჯარები საქართველოში და ვფიქრობ, თუნდაც იმის ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები არიან დამნაშავეები, მსხვერპლის დადანაშაულებაა",- ამბობს კლევერლი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,