|
2024-06-21 17:58:56, 380 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო - მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ
თურქეთი სომხეთის გადაწყვეტილებას, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, მიესალმება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, „თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს“. „მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორებიცაა - ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია. როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, პალესტინის აღიარება საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და სინდისის მოთხოვნაა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა, რის შემდეგაც, სომხეთის ელჩი ისრაელში საყვედურისთვის დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)