|
2024-06-21 13:03:37, 404 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენმა ალიევს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დაუყოვნებლივ დადებისკენ მოუწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დაუყოვნებლივ დადებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ბლიკენმა ალიევთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს შემდგომ ურთიერთქმედებას ნებისმიერი გზით, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის სასარგებლო იქნება. „სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების მიმართულებით მიაღწიეს და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლივ მიღწევის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. განცხადების თანახმად, „სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული. მან მოუწოდა აზერბაიჯანს, ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)