|
2024-06-20 14:52:11, 672 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ
ბელგიის მთავრობამ, რომელიც ამჟამად ევროსაბჭოს თავმჯდომარეობს, დაადასტურა, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პაკეტი უზრუნველყოფს ახალი ზომების მიღებას და უკვე არსებული სანქციების გაძლიერების მიზნით, ხარვეზების აღმოფხვრას. Reuters-ის ცნობით, ახალი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული თხევადი გაზის გადაზიდვის აკრძალვასაც ითვალისწინებს. „ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი ითვალისწინებს ახალ მიზანმიმართულ ზომებს ამ დრომდე დაწესებული სანქციების ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდის კუთხით, ასევე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)