|
2024-06-20 14:15:50, 371 ნახვა
მსოფლიო
„გვსურს, ვიეტნამთან მეგობრული ურთიერთობა გავაძლიეროთ“ - პუტინი ჰანოიში ჩავიდა
რუსეთს სურს ვიეტნამთან „ტრადიციულად მეგობრული“ ურთიერთობა გააძლიეროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ვიზიტისას განაცხადა. პუტინმა ვიეტნამის პრეზიდენტ ტო ლამთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანასთან რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთისა და ვიეტნამის პოზიციები დიდწილად ემთხვევა ან ერთმანეთან ახლოსაა“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, „ორივე ქვეყანა მტკიცედ იცავს საერთაშორისო სამართლის უზენაესობის, სუვერენიტეტის, სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს“. პრეზიდენტებმა ასევე ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ვიეტნამში, ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)