22:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 11:56:40, 306 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია - წელს ველოდებით კარგ მოსავალს ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან   ერთად,   ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბზვანში  იმყოფებოდა, სადაც  კომპანიის „ქართული დაფნა“  გადამმუშავებელ  საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო. 

„დაფნის გაშენებაზე მზარდია მოთხოვნა, რადგან გაზრდილია მოთხოვნა ექსპორტის მიმართულებით. მიმდინარე წელს, 5 თვის განმავლობაში, უკვე განხორციელებულია 20 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც რეკორდული მაჩვენებელია; ექსპორტის დიდი წილი ჩინეთის ბაზარზე მოდის. მთლიანობაში, წელს ველოდებით კარგ მოსავალს, ფაქტობრივად, ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ. ვფიქრობ, წარმატებული წელი გვექნება; რა თქმა უნდა, ჩვენ ფერმერების გვერდით ვართ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. 

როგორც იმერეთის მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა,  სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბევრ წარმატებულ საწარმოსა და მეურნეობას  შეუწყო ხელი სახელმწიფო პროგრამებმა დაფინანსების კუთხით.

კომპანიას „ქართული დაფნა“ სოფლის განვითარების სააგენტოს  გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს გრანტი 570,000 ლარის ოდენობით. საწარმოში 35 ადამიანია  დასაქმებული. სეზონურად დაახლოებით  200 ტონა მშრალი დაფნა მზადდება. კომპანია პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მასშტაბით, დაფნის გადამუშავების  მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი  6  მილიონ ლარს აღემატება, სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. 

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით,  126 მილიონი ლარით  თანადაფინანსებულია  269 საწარმოს შექმნა. 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics