2024-06-17 17:41:56, 711 ნახვა
ომი უკრაინაში
EU-მ ყირიმის ანექსიისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით - 2025 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივოს.
ამის შესეხებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
"ევროკავშირი არ ცნობს და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ამჟამად მოქმედი შემაკავებელი ზომები პირველად 2014 წლის ივნისში შემოიღეს. აღნიშნული ზომები ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,