|
2024-06-17 15:35:55, 441 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული, დღეს გაზრდილია 20-30%-მდე
2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი; სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა „შანტაჟისთვის გამოუსადეგარი თემაა". „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, თქვენ გახსოვთ, რამდენი ტყუილი ვრცელდებოდა თქვენი ტელევიზიების მხრიდან, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, იტყუებოდით და იტყუებოდნენ. თქვენ იტყუებოდით, რომ კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი და შემდეგ, წელიწად-ნახევრის თავზე, როდესაც გვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თქვენვე ამტკიცებდით იმას, რომ არავითარი ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი არ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. შესაბამისად, ყალბი „მესიჯებით" ცდილობდით, რომ შეგექმნათ აჟიოტაჟი საზოგადოებაში, რომ გეცადათ რევოლუციის მოწყობა, რაც ჩაგივარდათ. მოლაპარაკებების გახსნა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის. ვინც გვაშანტაჟებდა 2022 და 2023 წელს, იგივე ხალხი გვაშანტაჟებს. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას და შანსებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. კანონის მიღების შემდე, დღეს ეს შანსი არის გაზრდილი დაახლოებით 20-30%-მდე, თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ერთია განცხადებები და მეორეა შედეგი. 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ",- თქვა კობახიძემ.
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)