01:24 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 13:07:42, 329 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ყველას გელოდებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც ნაკრების თამაშს დიდ ეკრანებზე უყურებთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამივე შეხვედრის ნახვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის სტადიონზე ყურებას მაყურებელი 20:00 საათიდან შეძლებს. 

„მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს ნაკრების თამაშებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ყველას სურს იმ სიხარულის გაზიარება, რაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გვაჩუქა. ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში საგულშემატკივროდ, თუმცა ბევრმა ეს ვერ მოახერხა და ეროვნულ ნაკრებს საქართველოდან უგულშემატკივრებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ნაკრების ყველა თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვაჩვენოთ. სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ხვალ, 20:00 საათზე, გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, მატჩს დიდ ეკრანებზე უყუროს. დასწრება უფასოა და ყველას გეპატიჟებით. გპირდებით, საგულშემატკივროდ სასიამოვნო გარემო იქნება შექმნილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა ეროვნულ ნაკრებს დაგეგმილ მატჩებში წარმატებები უსურვა. 

„ხვალ, ჩვენს ბიჭებს აქვთ პირველი თამაში თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. თავადაც არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ მათთვის მთავარი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ არის და მნიშვნელოვანია, თამაშების წარმატებით ჩატარება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics