01:24 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 12:41:21, 356 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა იწყება

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა იწყება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გვირაბის  მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარი, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა წყალმოსაცილებელი და სადრენაჟე სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები აშენდება. გვირაბში იქნება ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითო მიმართულებით. პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია. სამუშაოები ამ კვირაში დაიწყება და 2025 წლის იანვარში დასრულდება“,- განაცხადა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics