04:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 14:20:03, 318 ნახვა

საზოგადოება
ხვალ, „თიბისის“ მხარდაჭერით პრემია „ელისოს“ დაჯილდოვება გაიმართება

საქართველოში პირველად, „თიბისის“ მხარდაჭერითა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, პრემია „ელისო“ ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან:  საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.  

დაჯილდოება ხვალ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება. 14 ივნისს ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წელი სრულდება და ტრადიციულად ამ დღეს  ნატოობაც აღინიშნება.  

პრემია „ელისო“, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა,  ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. დაჯილდოება წელს პირველად, ლიმიტირებული ნომინაციებით იმართება.  ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის არიან ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და სხვა.  

„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას.  ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალის ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  ელისოს როლს ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილი ასრულებს.

„ელისოს“ გენერალური მხარდამჭერია „თიბისი“. მთავარი პარტნიორები კი არიან გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, თეგეტა, კოკა-კოლა, გალფი, სარაჯიშვილი და სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics