|
2024-06-13 11:58:57, 373 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - არის ცალკეული საკითხები, როცა პიარულად სჭირდება, აკეთებს - როცა სახელმწიფო საკითხებია, მისგან პასუხები არ არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და სამწვრთენლო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებული დოკუმენტისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხელი დღემდე არ მოუწერია. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნული აჩვენებს პრეზიდენტის "სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ცალკეული საკითხების მიმართ". "როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 4 აპრილს მივმართეთ მე და პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრების, ისევე, როგორც სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების წერილით. დღემდე არ გვაქვს მისი პასუხი და ხელმოწერა ამ დოკუმენტზე. ეს არის ძალიან სამწუხარო და საბოლოო ჯამში, აჩვენებს მის დამოკიდებულებას, სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ცალკეული საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, რომლებსაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს ხოლმე და როცა სახელმწიფო საკითხები არის, ხედავთ ხოლმე, არანაირი პასუხები არაა მისი მხრიდან. ერთი მხრივ, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მეორე მხრივ, გასაგებია. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, გადააბიჯა ქვეყნის ინტერესებს. რასაც ვუყურებთ, ის ბოლო პერიოდში სრულად მოქმედებს გარედან კარნახით. რა კარნახიც მოსდის გარედან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ასე იქცევა",- ამბობს პაპუაშვილი.
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)