|
2024-06-12 15:33:18, 363 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს
2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებსა და აღნიშნულ არჩევნებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე ისაუბრეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ შეხვედრაზე - ცესკოს ხელმძღვანელი პირები სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორ ნინო დოლიძესა და მის მოადგილე ლევან ნატროშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნებისთვის ახორციელებს. „როგორც მან აღნიშნა, ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით ჩატარებას. შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა, ასევე, განიხილეს რიგი მნიშვნელოვანი საარჩევნო თემები, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობა და ინფორმირება, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული საკითხები, ინფორმირების ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და ის გამოწვევები, რომლებიც ამ ეტაპზე უწყების წინაშე დგას. ასევე, ისაუბრეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა თანამშრომლობის მზადყოფნა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლის ფარგლებშიც ჩართულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ ყველა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ. თავის მხრივ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პერიოდის და უშუალოდ არჩევნების დღის მონიტორინგთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრა, 11 ივნისს, ცესკოში გაიმართა და მას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი",- ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)