2024-06-12 11:43:35, 460 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს [ვიდეო]
ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლიბანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტლება ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის დაღუპვის შემდეგ მიიღო.
„საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა ქალაქებში: საფედში, როშ-პინასა და ტიბერიასში, ასევე გალილეის რამდენიმე დასახლებაში. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ანადგურებს „რკინის გუმბათი“ რაკეტებს", - წერს მედია.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, გუშინ, სამხრეთ ლიბანზე დარტყმის შედეგად დაიღუპა „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური თალებ აბდულა და კიდევ 3 წევრი. აბდულა ითვლება „ჰეზბოლას“ ყველაზე მაღალი რანგის ოფიცრად, რომელიც დაიღუპა მიმდინარე ომის დროს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,