12:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 19:34:34, 404 ნახვა

პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ხაზს ვუსვამ, მსოფლიო ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციით მოხდა ეს ცვლილებები

ჩვენ დავაკვირდით ამ პროცესს და გამოჩნდა, რომ რაღაც საკითხებია გასასწორებელი და ხაზს ვუსვამ მსოფლიო ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციით მოხდა ეს ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. 

„ძირითადად ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი, თვითონ სააგენტო და ჩვენც ჩართული ვიყავით ამ პროცესში და გამოჩნდა, რომ რაღაც საკითხებია გასასწორებელი. ხაზს ვუსვამ, მსოფლიო ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების თხოვნით, რეკომენდაციით მოხდა ეს ცვლილებები. ჩვენს კომიტეტში გაიარა, რამდენიმე შენიშვნა გვქონდა მათ შორის, მომსახურების თანხასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი გათვალისწინებულია.

კვიჟინაძის თქმით, "ერთი საბჭო არის საინვესტიციო, მეორე, მთავარი საბჭო რაც არის, შედგება სამი მინისტრისგან".

რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ ორი საბჭოს მაგივრად ერთი საბჭო უნდა იყოს - წინა კანონით, ანუ, ახლა რა კანონიც არის, არის ორი საბჭო. ერთი საბჭო არის საინვესტიციო, მეორე, მთავარი საბჭო რაც არის, შედგება სამი მინისტრისგან. ოთხი წევრიდან სამია მინისტრი და ზუსტად ამაზე გვირჩიეს, რომ ასეთი პრეცედენტი არ არის ევროკავშირში და გააკეთეთ ერთი საბჭო და კეთდება ერთი საბჭო.

ამ საბჭოს წევრებს, როგორც კანონი ითვალისწინებდა აქამდე, აირჩევს ის კომისია, რომელიც აქამდეც ირჩევდა საბჭოს წევრებს, აქ ცვლილება არ არის. ეს არის მთელი იდეა. ჩვენ ვხედავდით, რომ ორი საბჭოს ფუნქციები ერთმანეთში ირეოდა, ეს არის ყველაფერი, რაზეც არის საუბარი. არაფერი მოხდება, ჩვენ კიდევ უფრო გადავაზღვიეთ, რომ ერთი თეთრიც არ დაიკარგოს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics