2024-06-11 16:53:25, 332 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგში ერთ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი", მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, 3 სხვადასხვა შენადნობად დამზადებული 1,6 კილოგრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოიაჩინეს (აღნიშნული შენადნობები მოქალაქეს სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული). ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ - 332 907,84 ლარი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),