|
2024-06-11 16:37:55, 741 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
ზაფხულის ტურისტული სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ტურიზმის ხელშეწყობის და სტიმულირების გეგმა განიხილეს. "თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კოორდინირებული მუშაობით, ტურიზმის სფეროში არსებული დადებითი დინამიკის შენარჩუნება, რათა აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულება. დაიგეგმა მნიშვნელოვანი აქტივობები მაღალმთიან აჭარაში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით. 2023 წელს შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა შეადგენს 4,6 მლნ ვიზიტს, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +20 %-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით არის გაზრდილი +10.4 %-ით. მზარდი ტურისტული დინამიკით დაიწყო აჭარაში 2024 წელიც. 2024 წლის I კვარტლის მონაცემით შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა შეადგენს 850 ათასზე მეტ ვიზიტს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +11%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით არის გაზრდილი +34%-ით. აჭარა ახალ სეზონს მთელი რიგი სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. ბათუმიდან ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ფრენები 12 ქვეყანაში 25-ზე მეტი მიმართულებით შესრულდება. განხორციელდა ზღვის წყლის მონიტორინგი. წყლის აღებული ნიმუშების კვლევის მიხედვით აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას", - აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)