|
2024-06-11 16:10:46, 539 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები - მივიღეთ გადაწყვეტილება, ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭო და მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი დავტოვოთ
"რუსული კანონი" პირდაპირ არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც, ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი "ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი",- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. ორგანიზაციები ასევე მიმართავენ მთავრობის ადმინისტრაციას, უმოკლეს ვადაში მოამზადოს საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი და დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინოს. "საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მიერ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მიღებული "რუსული კანონი" ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ვენეციის კომისიის დასკვნით წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მუხლებთან, ხოლო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეფასებით კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. "რუსული კანონი" პირდაპირ არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 თებერვლის №110 დადგენილებით შექმნილი საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი "ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი". მივმართავთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს), უმოკლეს ვადაში მოამზადოს საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას",- ნათქვამია ერთობლივ განაცხადებაში, რომელზეც ხელს აწერენ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა−საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი", "ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის".
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)