05:41 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 15:45:25, 418 ნახვა

საზოგადოება
ZEG - Tbilisi Storytelling Festival

ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი, რომელიც მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს, 21-23 ივნისს ჩატარდება თბილისში.

ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებსაც ჩვენამდე მოაქვთ მსოფლიოსა, თუ პირად საქმიანობაში მომხდარი გამორჩეული, საინტერესო ამბები. წელს ZEG-ზე დიდი ყურადღება დაეთმობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ZEG-ზე მომხსენებელთა სია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ ინსპირაციას ნებისმიერი ადამიანი მიიღებს. წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი მომხსენებელი,  მათ შორის არიან: მარია რესა, ნობელიის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში; გარი შტეინგარტი, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი; ბაო ნგუენი, ემიზე ნომინირებული კინორეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება დოკუმენტური ფილმები Bruce Lee-სა და მსოფლიოში ცნობილი ჰიტის We Are the World-ის შესახებ; მოლი კრაბაპლი, არტისტი, რომლის ანიმირებული ფილმები Emmy-ზე სამჯერ იყო ნომინირებული; ჯო საბია, Vogue-ის საკულტო „73 Questions“ შემქმნელი; ვოლოდიმირ ერმოლენკო, უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი; ადამ პინკუსი, კინოპროდიუსერი და კრეატიული ხელმძღვანელი, Emmy-ს, Webby-ს, და Cannes Lion-ის ჯილდოების მფლობელი; და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: "თიბისი კონცეპტი", Visa, საქართველოში აშშ-ს საელჩო, რადიო თავისუფლება, IFPIM, სტრატეგიის და განვითარების ცენტრი CSD, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, IREX, Setanta Sports, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ROOMS, MARGO, Honore, Jujuna, Windfor's.

ბილეთები: tkt.ge/ZEG

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: Webpage,  LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube

სიახლეებისთვის, გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up                   

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics