12:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 12:44:58, 405 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკს შეგროვებადი ანაბრის ფუნქციონალი დაემატა

"საქართველოს ბანკი" აგრძელებს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. ამიერიდან, "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მობილბანკში  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეგროვებადი ანაბრის ფუნქციონალია ხელმისაწვდომი, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დასახული მიზნების მისაღწევად თანხა მარტივად შეაგროვონ.

შეგროვებადი ანაბრის ციფრულად გახსნის შემთხვევაში, მას გაზრდილი სარგებელი (სტანდარტულს +0.25%) ერიცხება. აღნიშნული პირობა ეხება ლარში, დოლარსა და ევროში გახსნილ ანაბრებს.

გარდა ამისა, შეგროვებად ანაბარს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • ანაბრის გახსნა შესაძლებელია ოთხ ვალუტაში (GEL, USD, EUR, GBP);
  • ანაბრის გახსნისთვის საწყისი თანხა: მინ. 10 ერთეულია, მაქსიმალური თანხა კი - 500 000 ერთეული;
  • ანაბრის ვადა 3-24 თვემდეა;
  • სარგებლის გატანა შესაძლებელია როგორც ვადის ბოლოს, ისე ყოველთვიურად;
  • თანხის დამატება შესაძლებელია შეუზღუდავად, (მაქსიმუმ 500 000 ერთეულამდე);

ბიზნეს მობილბანკში ანაბრის გახსნისთვის რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლაა საჭირო. ანაბრის მიზნობრიობის განსაზღვრა, შესაგროვებელი თანხის მოცულობის და სხვა დეტალების მითითება ანაბრის გახსნის მომენტში ან მოგვიანებით არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს ერთდროულად, მაქსიმუმ ორი აქტიური შეგროვებადი ანაბარის გახსნა შეუძლია.

„ჩვენთვის, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნა, რომელიც კომპანიებს  ყოველდღიურ საქმიანობაში მეტ მოქნილობას შესძენს, მისცემს დროის დაზოგვისა და კომპანიის განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობას. მობილბანკში დაგროვებადი ანაბრის ფუნქციონალის დამატებაც ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ამ საშუალებით მინიმუმამდე დაგვყავს  ბანკის ფილიალში ფიზიკურად მისვლის საჭიროება და რაც მთავარია,  ბიზნესს საბანკო პროდუქტებზე დამატებით ბენეფიტებს ვაძლევთ. შეგროვებადი ანაბარი ბიზნესის მდგრადობისა და წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ამიტომ მოხარული ვართ, რომ ის ბიზნეს ინტერნეტბანკის შემდეგ, ბიზნეს მობილბანკშიც ხელმისაწვდომი გავხადეთ“, - აცხადებს "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი,  ცირა ლოლაძე.

შეგროვებადი ანაბრის გასახსნელად ეწვიეთ "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მობილბანკს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics