16:32 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 17:24:52, 397 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთში, იარაღის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

პოლონეთში, მესკოს იარაღის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აფეთქების დროს ცენტრში 3 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც ერთმა გასვლა მოასწრო, ერთი დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო 59 წლის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.

„აფეთქება სარაკეტო საწვავის ცენტრში მოხდა, რომელიც ექსპლუატაციაში რამდენიმე წლის წინ შევიდა“, - განაცხადა ქარხნის მენეჯერმა, ელზბიეტა შრენიავსკამ.

უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics