|
2016-02-15 14:13:10, 303 ნახვა
პოლიტიკა
ირინე იმერლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღავნელს შეხვდა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღავნელს ბარი ჯექსონს და რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს წამომადგენლობის დირექტორს ანდრეა კირბსს შეხვდა. უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, ირინე იმერლიშვილმა სტუმრებს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და რეგიონში არსებული ვითარება გააცნო. საუბარი შეეხო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის როლს არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხილვისას, ძირითადი ყურადღება საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადებას დაეთმო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)