|
2024-06-07 13:54:42, 303 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ატლანტიკური საბჭოს მონაცემებზე - ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე, ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს
ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ საქართველოს დასახელებას მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში. „ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე. ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს ჩვენი გუნდის და ქართველი ხალხის დამსახურებაა. სასიამოვნოა, როცა თეთრზე გეუბნებიან თეთრს და ნაცარს არ გაყრიან თვალებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველო მზადაა, რომ 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის შესრულებული იყოს. „სიმართლე არის ერთი - საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმით და პარამეტრით არის გაცილებით წინ, ვიდრე ის ქვეყნები - თუნდაც მოლდოვა, უკრაინა, ვისაც მაშინ კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველო დაჩაგრეს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დღესაც ყველა კრიტერიუმით საქართველო არის წინ და მზადაა იმისთვის, რომ ის 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის მთლიანად შესრულებული იყოს; ქვეყანა მზადაა იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები, თუმცა აქაც მგონია, რომ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანტაჟი, რასაც ვხედავთ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, "ატლანტიკურმა საბჭომ" საქართველო მმართველობის თავისუფლების მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)