2024-06-06 14:27:58, 302 ნახვა
საზოგადოება
მუხიანში, IV ა მიკრორაიონის N11 კორპუსთან კედელი და კიბე ეწყობა
მუხიანში, IV ა მიკრორაიონის N11 კორპუსთან კედელი და კიბე ეწყობა
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა გრუნტის დამჭერი კედლისა და კიბეების მოწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, სამუშაოები ამჯერად მუხიანში, IV ა მიკრრაიონის N11 კორპუსთან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ეწყობა კედელი, რომელიც გრუნტის ჩამოშლის პრევენციას უზრუნველყოფს; ასევე, ეწყობა სადარბაზოსთან მისასვლელი კიბე. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 35 520 ლარი დაიხარჯება.
"მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო. ამასთან, კედლის და კიბის მოწყობა ახლახანს კიდევ ორ მისამართზე დასრულდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),