21:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 13:03:14, 455 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - კონგრესმენს მივმართეთ, რომ საქართველოში ჩამოვიდეს მაღალი დონის დელეგაციები და საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაცია მოხდეს

აშშ-ის კონგრესმენს კიდევ ერთხელ მივმართეთ თხოვნით, რომ საქართველოში ჩამოვიდეს როგორც მაღალი დონის დელეგაციები წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე მოხდეს საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაცია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, "26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებში ქართველი ხალხის ნება უნდა აისახოს"

"მივმართეთ საერთო წერილით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა, ისევე, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ თხოვნით, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე მოხდეს მობილიზაცია საარჩევნო დამკვირვებლების, რადგან ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებელია, რომ არჩევნებში აისახოს ქართველი ხალხის ნება, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო მისიებიც და მაღალი დონის დელეგაციებიც კონგრესიდან",- ამბობს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილმა კონგრესმენ ჯო უილსონს ერთობლივი წერილით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics