08:05 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 12:30:14, 290 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მელიორაცია - მსოფლო ბანკი მელიორაციის მიმართულებით განხორცილებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს

მსოფლო ბანკი პოზიტიურად საქართველოში მელიორაციის მიმართულებით განხორცილებულ რეფორმებს აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული საირიგაციო წყლის მიწოდების წესები განიხილეს.

საუბარი შეეხო ტარიფის მეთოდოლოგიას, რომელიც ტარიფში საოპერაციო ხარჯების ასახვას ითვალისწინებს. 

„საქართველს მელიორაციის წარმომადგენლებთან გვქონდა სიღრმისეული დისკუსია იმ მნიშვნელოვანი და მასშტაბური რეფორმის მიმდინარეობაზე, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის სექტორში ყველა  მიმართულებით ახორციელებს. საქართველოს მელიორაციის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ტარიფის მეთოდოლოგიაზე, დეტალურად განვიხილეთ საირიგაციო ტარიფის მეთოდოლოგიის ფორმა; ასევე, საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, იმის გათვალისწინებით, რომ  საქართველოს მელიორაციის მიერ მომსახურების გაწევა დარეგულირდება სემეკის მიერ. ჩემთვის, როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლისთვის თვალსაჩინოა, საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ცვლილებების გასატარებლად, სექტორის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ფერმერთათვის წყლის მიწოდების მომსახურების გასაუმჯობესებლად და  მზად ვართ და გვსურს, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი საქართველოს ყველა ნაბიჯში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკში წყლის რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტისა და  „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურენობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (გრეილის) ამოცანების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რანუ სინჰამ.     

შეხვედრაზე მსოფლო ბანკის ექსპერტების მხრიდან შემოთავაზებული იყო რამდენიმე მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შემოსავლების დაბალანსებას  კომპანიის მიერ გაწეულ საოპერაციო ხარჯებთან მიმართებაში. 

როგორც წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკისა და სემეკ-თან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მამელი ქობალიამ აღნიშნა, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან  კონსულტაციები კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა  ახალი რეგულირების ფარგლებში არსებული გამოწვევების დასაძლევად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics