17:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 13:02:30, 363 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელია, ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი სათამაშო ველი იყოს შექმნილი

 „ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ და დემოკრატიულმა საზოგადოებამ“, - ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ „მაესტროს“ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კელიმ აღნიშნა, ამერიკა თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მისივე განცხადებით, იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში აუცილებელიოა ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალებები.

„ადრეც მითქვამს და გავიმეორებ ჩვენ თვალს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ და დემოკრატიულმა საზოგადოებამ, ამისთვის საჭიროა თავისუფალი და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნები.

იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალებები და ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი სათამაშო ველი იყოს შექმნილი“, - განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics