|
2024-06-05 11:31:09, 386 ნახვა
პოლიტიკა
სტივ კოენი - ივანიშვილი როდესაც პირველად ვნახე, ვიფიქრე, „ეს არ არის ოცნება“ - როგორც ჩანს, მართალი აღმოჩნდა
ივანიშვილი როდესაც პირველად ვნახე, ვიფიქრე, რომ "ეს არ არის ოცნება" - როგორც ჩანს, ის, რაც პირველი შეხედვით ვიფიქრე ივანიშვილზე, მართალი აღმოჩნდა,- ამის შესახებ კონგრესმენმა, სტივ კოენმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული განხილვისას განაცხადა. კოენის თქმით, "ივანიშვილი ძალაუფლებას, უკვე 12 წელია, ინარჩუნებს - ის არ არის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი, მაგრამ არის რეალური მმართველი". "მე საქართველოში ვიმყოფებოდი 2012 წელს, მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში. იმ დროს ბატონი ივანიშვილმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ იქნებოდა რეფორმატორი და ეს ნამდვილად იყო კარგი ოცნება. ბატონი სააკაშვილი მაშინ მართავდა ციხის დრაკონულ სისტემას და მაშინ მას ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია, რადგანაც ის იყენებდა ციხის სისტემას ადამიანების დასასჯელად. ბატონი ივანიშვილი ძალაუფლებას, უკვე 12 წელია, ინარჩუნებს. ის არ არის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი, მაგრამ არის რეალური მმართველი. მე არ მიყვარს ადამიანების განსჯა პირველი შეხედვით. ივანიშვილი როდესაც პირველად ვნახე, ვიფიქრე, რომ "ეს არ არის ოცნება". ის ჰგავდა კორპორაციებში მომუშავე ბიზნესმენებს, რომლებსაც ყველაფრის მართვა სურთ, რომლებიც არიან ავტოკრატიული ტიპის ადამიანები, ძალაუფლების მქონე ადამიანები და ეძებენ გზებს საკუთარი სურვილებისა და ინტერესების გასაფართოებლად. როგორც ჩანს, ის, რაც პირველი შეხედვით ვიფიქრე ივანიშვილზე, მართალი აღმოჩნდა. ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, ის იქ უკვე დიდი ხანია, იმყოფება და მას საშინლად ეპყრობოდნენ. მე გახლავართ ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში და მე შეშფოთებული ვარ სააკაშვილის გამო, რომელიც პოლიტპატიმარია. ვფიქრობ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხეშიც იყოს. ის კანონი, რომელიც ახლახან მიიღეს საქართველოში, როგორც ამბობდნენ, მიმართული იყო უცხოეთის აგენტების წინააღმდეგ, მაგრამ ეს უცხოეთის აგენტები, როგორც მათ უწოდეს, არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახალისებენ გამჭვირვალობას და თავისუფლებებს. ისინი დაინტერესებულები არიან მთავრობის კონტროლით. ქვეყანა, რომელიც ცდილობს საკუთარი არასამთავრობოების დაჩაგვრას, არ წარმოადგენს დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს არ არის დასავლური ღირებულებები. საქართველოს კი, ვიცით, რომ ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ამ ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. მე მგონი, მათ სურთ ნატოს წევრობაც. თუმცა, ისინი არიან ძალიან ახლოს რუსეთთან, მათ უნდა ესწავლათ "სამხრეთ ოსეთის" გაკვეთილზე, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მეგობარი. საქართველოში ჯერ კიდევ სცემენ პატივს სტალინს და მე ვარ ნაყოფი გორში, სტალინის მუზეუმში, ეს საინტერესო სანახავია, როდესაც სტალინს აღიქვამენ, როგორც ქართველს, რომელმაც კარგი საქმეები გააკეთა, მაგრამ მან ასევე გააკეთა ცუდი საქმეებიც. როგორც ჩანს, მათ აქვთ გარკვეული პატივისცემა სტალინისადმი“,- განაცხადა სტივ კოენმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)