|
2024-06-04 14:48:19, 315 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ახალი კანონპროექტი მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზეა
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, განურჩევლად მრწამსისა და ორიენტაციისა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ეხება „მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას". „ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდა იყოს შეზღუდული. სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ქვეყანაში დაცულია, განურჩევლად მრწამსისა და ორიენტაციისა. ყველა ადამიანის უფლებები და ინტერესი მკაცრად იქნება დაცული. ამის გარანტი არის საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონმდებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, რომელიც უკვე ძალაშია შესული და აღნიშნა, რომ ვისაც ეს კანონი არ მოსწონს, ამისთვის არსებობს არჩევნები და ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა. „აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, ფინანსური დეკლარაცია უნდა შეავსონ. საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს, თუ რა პროექტში რამდენი ფული იხარჯება. თუ ორგანიზაციები ამ ვალდებულებას არ შეასრულებენ, კანონში არსებობს შესაბამისი ბერკეტები. მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ მოინახა ვერცერთი მაღალჩინოსანი ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ვინც კონკრეტულ არგუმენტს გვეტყოდა. ვეტოს ფარგლებშიც, არ ყოფილა შინაარსობრივი და სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილი. დღეს, ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ კანონს აპროტესტებენ, უმცირესობაში არიან. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კანონს მხარს უჭერს. ესეც დემოკრატიის ნაწილია. თუ უმცირესობას რაღაც არ მოსწონს, ამისთვის ტარდება არჩევნები. მოიგონ არჩევნებში და შეცვალონ ეს კანონი. თუმცა, ოპოზიციამ იცის, რომ მათ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნული აქვთ. შეიძლება ვიღაცას აღნიშნული კანონი არ მოეწონა, გული დაწყდა, მაგრამ მათ მივმართავ, რომ ისინი წაგებულნი არ არიან. ამ შემთხვევაში, გამარჯვებული არის ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი, ხოლო დამარცხებული არიან ქვეყნის არაკეთილმოსურნეები“, - განაცხადა კალაძემ.
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)