|
2015-02-12 14:20:52, 4583 ნახვა
სპორტი
ალექსანდრ ლუკაშენკო: მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო. როგორც მინსკში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, გმირული ის ძალისხმევა, რაც ევროპელმა ლიდერებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების დროს გამოიჩინეს. ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამავე საკითხზე ევროპელი ლიდერების შეხვედრის საჭიროება აღარ დადგება. "მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ბელარუსმა შეასრულა თავისი ფუნქცია. მთავარმა მოქმედმა პირებმა უკვე გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი. ყოჩაღ მათ, რომ გაუძლეს ამ მარათონს. გადაჭარბებულ შეფასებებს მოლაპარაკებების ხანგრძლივობის გამო ნუ გააკეთებთ. ომის და მშვიდობის საკითხები თვეების და წლების განმავლობაში იჭიმება და აქ სულ რაღაც 15 საათში გახდა შესაძლებელი შეთანხმების მიღწევა. მთავარია, რომ საქმით ამ ყველაფრის განხორციელება მოხდეს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)